(+995) 577 977 410
Zodi@mes.gov.ge
ჭაითურა, სოფ. ზოდი
                                                                                                                             
  • სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  • სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  • სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  • სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

სიახლეები  

მოწვეული სტუმარი სკოლაში

2018 წლის 12 დეკემბერს სკოლაში მოწვეული იყო სოფლის აბულატორიის ექიმი ქალბატონი შორენა კიპაროიძე, რომელმაც მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფართო აუდიტორიისთვის გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე : ,,ცხოვრების არაჯანსაღი წესი ,მავნე ჩვევები და მისი თავიდან აცილების გზები “ . პრეზენტაციამ საინტერესო დისკუსია გამოიწვია მშობლებში , მოსწავლეებში ,რომლებმაც დასვევს შეკითხვები , ხოლო მოწვეულმა ექიმმაყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცა . მსაგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში აქტუალურ თემებზე კვლავაც გაიმართება

12/14/2018

კონკურსი ,,ჩემი საყვარელი ლექსი “

ზოდის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის დარეჯან ყიფშიძის ინიციატივით მოაწყვეს კონკურსი ,,ჩემი საყვარელი ლექსი “. მოსწავლეებმა თვითონ აარჩიეს მათთვის სასურველი ლექსები ,ღონისძიება საინტერესო იყო თემატიკის მრავალფეროვნებით ,მაგრამ ყველაზე მეტი ლექსი მოსწავლეებმა დედაზე და სამშობლოზე წაიკითხეს .

11/21/2018

ლიტერატურული კონკურსი ,, ჩემი მასწავლებელი “.

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრა მორიგი ღონისძიებით წარსდგა საინტერესო ლიტერატურული კონკურსით ,, ჩემი მასწავლებელი “. კონკურსის მიზანი მკაფიოდ განუმარტა მოსწავლეებს კათედრის ხელმძღვანელმა ელისო მერმანიშვილმა , რაც მიზნად ისახავდა კონკურსანტებში ისეთი უნარების განვითარებას , როგორიცაა : კრეატიული აზროვნება , მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და ინიციატივის საკთარ თავზე აღება. ამ უნარ-ჩვევების საფუძველზე მათ განივითარეს ისეთი თვისებები , რომლებიც შემდგომში დაეხმარება ნებისმიერ სფეროში წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. ობიექტური შეფასების საფუძველზე გამოვლინდა ნიჭიერი მოსწავლეები , რომელთაც აქვთ განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარი . კონკურსში წარმოადგინეს ყველა ტიპის ნაშრომები: მინიატურა , ჩანახატი, ესსე, ლექსი და ა.შ. კონკურსი მიმდინარეობდა ეტაპებად.კათედრის წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა გამოავლინეს პირველ ,მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებული მოსწავლეები და გადაეცათ სიგელები . ასევე ყველა მონაწილემ მიიღო კონკურსში მანაწილეობისათვის მადლობის ფურცელი .

11/21/2018

,,ჩემი მეგობრები ჩემი გარემოცვაა"

,,ომარი ის ბიჭია , რომელთან სიახლოვემაც ჩვეულებრვი დღეები არაჩვეულებრივად შემიცვალა. ეს ის ბიჭია , რომლიდანაც მოდის პოზიტივი და მასთან მუშაობის შემდეგ დადებითი მუხტით ვბრუნდები სახლში“- ასე ახასიათებს ომარს სპეც.მასწავლებელი , ე.მერმანიშვილი. ომარმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სკოლაში სიარული ვერ შეძლო და ბინაზე მომსახურების სერვისით სარგებლობს, ის შინ სწავლებაზეა, მაგრამ პერიოდულად უწევს სკოლაში მოსვლაც, რადგან კარგად ესმით მას და მის ოჯახს,რომ სკოლა უფრო მეტია , ვიდრე განათლება. ომარს თანაკლასელებმა სითბო და სიყვარული აჩვენეს, მის საპატივსაცემლოდ ღონისძიება მოამზადეს და ნათლად გამოიკვეთა მისი დადებითი დამოკიდებულება მეგობრების მიმართ. მომავალში ყველა ერთად შევძლებთ ხშირად ესტუმროს თანაკლასელებს და მათთან ერთად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

5/25/2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2018 წლის 25 მაისს ზოდის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და აუდიტორიას წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაცია , რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მასში აღწერილი იყო ის განვლილი გზა დამოიკიდებლობისათვის ,რომელიც ქართველმა ხალხმა 1918 -21 წლებში გაიარა . პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ,, ბრძოლით განვლილი გზა" . საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიუძღვნეს გაზეთის სპეციალური გამოშვება ,რომელიც განათავსეს სკოლის მე-2 სართულზე გაფორმებულ ,, ევროპის კედელზე".

5/25/2018

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონიეძიება

დაწყებითი კლასების მასწავლებელმა რუსუდან სხირტლაძემ ჩაატარა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,რომელიც ძალიან საინტერესო,ლამაზი და შემოქმედებითი იყო.ღონისძიებას სტუმრობდნენ მშობლები და სკოლის პედაგოგები,რომლებიც ძალიან კმაყოფილი დარჩნენ.

4/5/2018

სტუმრად ჭიათურის N 12 საჯარო სკოლაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ნაკრებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით მოვამზადეთ საქველმოქმედო-საგანმანათლებლო შემეცნებითი ღონისძიება ,,ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა" და სტუმრად ვეწვიეთ ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლას.მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიმღერები,ცეკვები და თავიანთი ხელით ნაკეთები საინფორმაციო ბუკლეტები,რომელიც გადასცეს აღნიშნული სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ამ ღონისძიებით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ერთმანეთს და გაეგრძელებინათ მეგობრობა.ბავშვები დიდი სიყვარულით და მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაშორდნენ ერთმანეთს. ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.

4/5/2018

ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ 20 წუთიან დასვენებას იყენებენ სხვადასხვა ტიპის , სპორტულ და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებებისათვის. თებერვლის თვეში გაიმართა სპორტული ღონისძიება ,,მაგიდის შაში " რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სკოლის მასწავლებლები ჟუჟუნა იაკობიძე და ირმა ბოჭორიშვილი . სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის დაწყებითი , საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა . შეჯიბრი გაიმართა ორ ტურად . მასში მონაწილე მოსწავლეები განსაკუთრებული მოტივაციით გამოირჩეოდნენ . შეჯიბრში გამოვლინდა გამარჯვებულები მათ გადაინაწილეს I-II-III ადგილები და სკოლის დირექციამ მათ გადასცა სიგელები და საჩუქრები .

3/6/2018

პირველი კლასის მასწავლებელმა დარეჯან ყიფშიძემ თავის აღსაზრდელებთან ერთად იზეიმა დედი დღე 3 მარტი. ღონისძიება მეტად საინტერესო , ორიგინალური და შთამბეჭდავი იყო . პატარებმა თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს დედებს ეს დღე . თავიანთი ხელით გააკეთეს თაიგულები და ალერსითა და სითბოთი გადასცეზს მათ .

3/6/2018

12345
   
        .